პროგრამის სახელწოდება - სამაგისტრო პროგრამა მიგრაციის მართვა
საფეხური - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
სწავლების ენა - ქართული, ინგლისურენოვანი კურსების კომპონენტებით.
კვალიფიკაცია - მიგრაციის მეცნიერებათა მაგისტრი, Master of Arts degree in Migration Studies.
სწავლების ხანგრძლივობა - 4 სემესტრი
ECTS - 120
სწავლების გადასახადი - 2250
პროგრამის განხორციელების ადგილი - თსუ II კორპუსი, ჭავჭავაძის 3
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული - იურიდიული ფაკულტეტი
საკონტაქტო პირი:
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი დავით პატარაია
პროგრამის კოორდინატორი: მარინე კილაბერია
პროგრამის სტრუქტურა:
კურსის სტატუსი ECTS-მოცულობა
სავალდებულო საუნივერსიტეტო
სავალდებულო დარგობრივი 96
არჩევითი დარგობრივი 24
სულ 120
პროგრამის მიზანია მიგრაციის სფეროში სტუდენტის ინტელექტუალურ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების ხელშეწყობა და ამ პროცესში მონაწილეობა, რისთვისაც სტუდენტს უნდა:
ა) შეასწავლოს მიგრაციის სფეროში აქტუალური სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები და მათი თავისებურებანი, დარგის საერთაშორისო სტანდარტები;
ბ) გამოუმუშავოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ანალიზისა და სათანადო კომუნიკაციის უნარები;
გ) გამოუმუშაოს მიგრაციის სფეროში საქმიანობისა და მიღებული ცოდნის განახლების უნარი.
მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს ბაკალავრის ხარისხის მქონე პირი (სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით) საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, რომელმაც აგრეთვე უნდა ჩააბაროს ინგლისური ენა B2 დონეზე ან წარმოადგინოს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ჩააბაროს გამოცდა სპეციალობაში. საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი პროცედურების დაცვით.
ცოდნა და გაცნობიერება:
აქვს მიგრაციის სფეროსთან დაკავშირებული ღრმა, სპეციალიზირებული ცოდნა, რაც საშუალებას იძლევა ინტერდისციპლინარული კვლევების კონტექსტში კრიტიკულად გააცნობიეროს ორიგინალური იდეები.
უნარები:
უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით აფასებს მიგრაციის სფეროში არსებულ კომპლექსურ პრობლემებს და შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზებს.
მიგრაციის სფეროში უახლოეს მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლია რთული ან არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი და ინოვაციური სინთეზი.
აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას გადასცემს მიგრაციის სფეროში საკუთარ სამართლებრივ, ეკონომიკურ თუ სოციალურ–პოლიტიკური ხასიათის დასკვნებსა და არგუმენტაციას;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
შეუძლია კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური გარემოს მართვა.
აანალიზებს მიგრაციის სფეროში აქტუალურ ღირებულებებს, აფასებს სწავლისა და პროფესიული საქმიანობის შედეგებს, შეუძლია ავტონომიურად სწავლისათვის საჭირო ეფექტური მეთოდების გამოყენება.
მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს ღირებულ კომპეტენციებს დარგში სიახლეების ათვისებისა და დამოუკიდებელი დარგობრივი კვლევის წარმართვისთვის, ასევე გამოუმუშავებს უნარებს შემდეგ სფეროებში დასასაქმებლად
• საჯარო და სამთავრობო სამსახური
• არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპული ინსტიტუტები
• პოლიტიკური ორგანიზაციები
• კონსალტინგური ორგანიზაციები
• მედია და საინფორმაციო ცენტრები
მიგრაციის მართვის მაგისტრს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სადოქტორო პროგრამებზე როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.